„პრაიდის ჩატარება მიუღებელია, ასევე მიუღებელია ძალადობა“ – გია ჟორჟოლიანი

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანისთვის, ე.წ ღირსების მარშის ჩატარება მიუღებელია. 

როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუღებელია აგრესია და ძალადობა. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება უნდა არსებობდეს, თუმცა, ის, არ უნდა ქმნიდეს საზოგადოების დესტაბილიზაციის საფრთხეს.

“გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა ქმნიდეს საფრთხეებს და მაღალ რისკებს არ უნდა წარმოშობდეს საზოგადოების დესტაბილიზაციისა. ერთი შეხედვით თემა მარტივია და რთულია ამას შეეწინააღმდეგოს ადამიანი.ნებისმიერ შემთვევაში პრაიდის ჩატარება მიუღებელია იმ მიზეზების გამო რაც მე უკვე ვთქვი. ასევე, მიუღებელია არის ნებისმიერი ძალადობა და ძალადობის მეშვეობით საკუთარი ნების რეალიზება,” -განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.

დეპუტატის განცხადებით, არსებული რეალობა, ცხადად გვიჩვენებს, რომ ქვეყნაში, დემოკრატიული სახელმწიფოს კრიზისია. მისი თქმით, საზოგადოების უმრავლესობა, არ ენდობა მთავრობას.

“მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ამ პროცესიდან უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ სერიოზული კრიზისი გვაქვს სახელმწიფოსი და კერძოდ დემოკრატიული სახელმწიფოსი. დემოკრატია, იმ ტიპის, რომელიც ჩვენთან არის დამკვიდრებული, საზოგადოებაც შესაბამისად კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება და გადაწყვეტილებებიც, რომელიც სახელმწიფომ უნდა მიიღოს, არ არის საზოგადოების ნდობით გაზიარებული და საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა სახელმწიფოს. არამარტო “პრაიდდთან” დაკავშირებით, გარეჯთან დაკავშირებითაც და ა.შ. ეს კრიზისი ჩვენ კარგად გაცნოებიერებული არ გვაქვს,” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.  

მსგავსი თემები