“პოლონეთმა არაერთხელ დაიცვა უკრაინა და საქართველო, რაც მოსკოვში არ მოსწონთ” – ანჯეი დუდა

“პოლონეთმა არაერთხელ გააპროტესტა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და დაიცვა უკრაინა და საქართველო”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

ანჯეი დუდას თქმით, რუსეთი ნდობას არ იმსახურებს.

„რუსეთი ახდენს ძალის დემონსტრირებას, არღვევს სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეს. ეს არ არის ქვეყანა, რომელზე შეიძლება ითქვას, რომ ნდობას იმსახურებს და თავის ინტერესებს მშვიდობიანი გზებით ატარებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ საერთაშორისო სამართლის დაცვის აბსოლუტური მხარდამჭერი, რუსეთში ეს სამართალი ცხადად და გაცნობიერებულად ირღვევა. ჩვენ არაერთხელ გავაპროტესტეთ ეს და დავიცავით უკრაინა და საქართველო, რაც, რა თქმა უნდა, მოსკოვში არ მოსწონთ,“ – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ.

მსგავსი თემები