პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პოლონეთში გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორი პარტია “სამართალი და სამართლიანობა” (PiS) 43.6%-ით ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეორე ადგილზეა ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია, რომელმაც, ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში ხმათა 27.4% მოიპოვა.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს : მემარცხენე ალიანსმა არჩევნებში 11.9%, კონსერვატიულმა „პოლონეთის კოალიციამ“ – 9.6% და მემარჯვენე “კონფედერაციამ” კი ხმათა 6.4% მოიპოვეს.

არჩევნების ოფიციალური შედეგები დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. არჩევნებში 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მათ სეიმის (ქვედა პალატის) 460 დეპუტატი და სენატის (ზედა პალატის) 100 დეპუტატი აირჩიეს.

მსგავსი თემები