“პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად”-შს მინისტრი

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიციის კანონიერ მოქმედებას ვერავინ შეზღუდავს.

როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა, არის მცდელობა, რომ პოლიციას მოქმედების არეალი შეუზღუდონ.

” არის გარკვეული მცდელობები, შეზღუდონ პოლიციის არეალის ქმედებები, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, კლუბები და სხვადასხვა სახის მცნებები. ვერავინ, ვერასოდეს, პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერც ერთ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად,”-განაცხადა შს მინისტრმა. 

გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ სენსიტიურ თემებს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას ეხება. 

“ხაზგასმით მინდა გავამახვილო ყურადღება და თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიცაა საოკუპაციო ზოლი, თუნდაც საზღვარი – უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ქმედებებს, რამეთუ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე ერთი სოციალური ჯგუფის, ადამიანთა ჯგუფის ინტერესში. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე უფრო მაღლა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები