პოლიციის განყოფილებაში “მერსედესის” მძღოლი იკითხება, ერთ-ერთი ინფორმაციით, სწორედ “მერსედესში” ჰქონდათ რკინის ხელჯოხი

მცხეთის პოლიციის განყოფილებაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი მოწმე, თენგო ბარბაქაძე იკითხება, რომლის მამაც აცხადებს, რომ მისი შვილი ევროპის ჩემპიონის, გიგა ტატიაშვილის მეგობარია. თავად ტატიაშვილი კი ჩხუბში ფიგურირებს.

როგორც მოწმის მამა აცხადებს, სპორტსმენი ტატიაშვილი იუბილარის კლასელია და ის აგარაკზე თავიდანვე იმყოფებოდა. ირკვევა, რომ მასვე ეკუთვნის “მერსედესის” მარკის ავტომობილი, რომელიც ახლა მცხეთის პოლიციის ეზოში დგას და დალუქულია. 

მოწმის მამა, ხვიჩა ბარბაქაძე ამბობს, ტატიაშვილს არანაირი შემხებლობა არ აქვს იმ სპორტსმენებთან, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გამოემართნენ იმისთვის, რომ ურთიერთშელაპარაკებული ადამიანებისთვის დახმარება  აღმოეჩინათ. 

მცხეთის პოლიციის განყოფილებაში უკვე 3 დღეა იკითხებიან მოწმეები. 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს. 

მსგავსი თემები