პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის შოუბიზნესის წარმომადგენლები დააკავეს

გუშინ გვიან ღამით, თბილისში, რესტორან “მეგრულთან” შოუბიზნესის წარმომადგენლები პოლიციამ დააკავა. მათ შორის იყვნენ გია სურამელაშვილის გარემოცვის წევრები, მისი ორი პროდიუსერი. 

მომღერალი აცხადებს, რომ მის მეგობრებს სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები. თავად გია სურამელაშვილი არ დაუკავებიათ. 

“არ ვარ დაკავებული, არც ვყოფილვარ. აივნიდან ვიყურებოდი, როგორ დააკავეს ჩემი თანამშრომლები. ვინ გადამიყვანა, ვის აქვს უფლება. ზემოდან ვიყურებოდი 5-7 თუ 20 პატრული დაესია მძღოლებს და წაიყვანეს ხალხი,” – აცხადებს გია სურამელაშვილი

მსგავსი თემები