“პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფომ იფუნქციონიროს” – მერაბ ქვარაია

მმართველი გუნდი პარლამენტის სხდომის ჩასატარებლად ემზადება, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები პოლიციის კორდონის დახმარებით შედიან.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებს.

“ჩვენ გვაქვს ვალდებულება, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეუფერხებლად წარიმართოს პროცესები. შესაბამისად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას, ოპოზიცია კი ასრულებს თავის მოვალეობას. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით მთელს ამ პროცესს და ვიცოდით, რომ პოლიცია დაიცავდა წესრიგს და იმოქმედებდა კანონის ფარგლებში. პოლიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ იფუნქციონიროს,” – განაცხადა მერაბ ქვარაიამ პარლამენტში შესვლის დროს.

მსგავსი თემები