პოლიცია, სასწრაფო და ექსპერტები პარლამენტის სხდომათა დარბაზში

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პოლიცია, სასწრაფო და ექსპერტები გამოჩდნენ. მიზეზი უცხო ნივთიერებაა, რომელიც სავარაუდოდ საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა დეპუტატმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიტანა და დაასხა. ამის შემდეგ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი დადგა და პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული გახდა, შესვენება გამოეცხადებინა. როგორც დეპუტატები აცხადებენ, სავარაუდოდ, უცხო ნივთიერება პარლამენტის სხდომათა დარბაზში ლელა ქებურიამ დაასხა. აღნიშნულის გამო, ერთი პარლამენტის წევრი და 3 ტექნიკური თანამშრომელი სხდომათა დარბაზში ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მას დახმარებას უტარებს. პარლამენტში ამ წუთებში კრიმინალისტური ექსპერტებიც გამოჩდნენ და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.​

მსგავსი თემები