„პოლიციაში, ჯარსა და უშიშროებაში, მათი ემისრები ფარულად მოქმედებენ“ – ირაკლი ბათიაშვილი

რატომ არის საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლა გადამწყვეტი და რისთვის სჭირდება ეს სავარძელი ყოფილ ხელისუფლებას? ამ საკითხთან დაკავშირებით უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ბათიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.
მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მთელი სტრატეგია აქვს აწყობილი როგორ და რისთვის გამოიყენებს ამ სავარძელს.

„პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ერთი მთავარი ფუნქციის შესასრულებლად სჭირდება. პრეზიდენტის უფლებამოსილება ჯერჯერობით მნიშვნელოვანია. მმართველი გუნდისგან განსხვავებით, „ნაციონალურ მოძრაობას“  მთელი სტრატეგია აქვს აწყობილი ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მათ პრეზიდენტი სჭირდებათ ერთი მთავარი ფუნქციისთვის და ამ ფუნქციებს ის იმის მიუხედავად განახორციელებს, აირჩევენ თუ არა. თუმცა, არჩევის შემთხვევაში,  უფრო მარტივად და გამძაფრებულად. მისი ფუნქციაა, როცა შესაბამისი მომენტი ჩაუვარდება, ხელი შეუწყოს  მასობრივი მღელვარებისა და არეულობის ესკალაცია-დესტაბილიზაციას“ – აღნიშნა ირაკლი ბათიაშილმამთავარში“.

უშიშროების ყოფილი მინისტრი კონკრეტულ ქმედებებზეც საუბრობს, რაც „ნაციონალური „მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა უნდა განახორციელოს: „მან უნდა გააკეთოს მოწოდებები ხალხის მასების მობილიზაციის მიზნით, რომ საპროტესტო მუხტი მაღალი იყო. თავიანთი მხარდამჭერი სამხედრო პირების გამოყვანა პირველი ეტაპია, მეორე ეტაპი იქნება გრიგოლ ვაშაძის მოწოდებები შეიარაღებული ძალებისადმი, რომ ისინი ხალხის მხარეს დადგნენ, იგივე მოწოდებები იქნება პოლიციის მიმართ“.

როგორც ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა, ამ გეგმის განხორციელება ყოფილ ხელისუფლებას არ გაუჭირდება, რადგანაც  ძალოვან სტრუქტურებში ისედაც არაერთგვაროვანი სიტუაციაა.

„ხელისუფლების სუსტი საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, ძალოვან სტრუქტურებში  მთელი რიგი პრობლემებია. შესაბამისად, ერთია ის საჯარო პროცესები, რაც გამოკვეთილად ჩანს და მეორე  ფარული პროცესები, რომელიც  პოლიციაში, ჯარსა თუ უშიშროებაში მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ემისრები ფარულად ძალიან აქტიურად მუშაობენ როგორც პოლიციაში, ისე ჯარსა და უშიშროებაში, მათი ძველი კადრები ყველგანაა. ჯარში, სარდლობის დონეზეც კი არიან მათი მათი ძველი კადრები, რომლებიც მათ სასარგებლოდ მუშაობენ“, – აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა „მთავარში

 

 

 

მსგავსი თემები