“პოლიციას და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ იმოქმედოს კანონის შესაბამისად” – მამუკა მდინარაძე

“პარლამენტმა, პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად გამართულად უნდა იმუშაოს” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, აქციების მიუხედავად, პარლამენტმა თუ ნებისმიერმა სხვა სახელმწიფო სტრუქტურამ შეფერხების გარეშე უნდა განაგრძოს მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება კანონდარღვევით იქნება. 

“პარლამენტმა უნდა იმუშაოს და ნებისმიერმა სხვა სტრუქტურამ, პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად გამართულად და სახელმწიფო ინსტიტუტებს არ უნდა შეექმნათ პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სახეზე გვაქვს კანონის დარღვევა. პოლიციას და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ იმოქმედოს კანონის შესაბამისად,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს კოლეგებს, პარლამენტის შენობის ბლოკირებაში არ მიიღონ მონაწილეობა, რადგანაც აღნიშნულ კანონდარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას პარლამენტის ბლოკირებაში, რადგან ამას ბუნებრივია სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.მოთხოვნებიც კი იმდენად არარეალური დააყენეს, რომ იქვე ჩანს, ჩიხში შესვლის მცდელობას აქვს ადგილი მხოლოდ და მხოლოდ და არა რაიმე დიალოგის შესაძლებლობას,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები