„პოლიტპატიმრების” გათავისუფლება და პროპორციულთან მიახლოებული სისტემა“ – „გირჩი“ ხელისუფლებასთან ორი წინადადებით მივიდის (ვიდეო)

„იმისთვის, რომ საუბარი იყოს შესაძლებელი ერთი მხარე მეორეს არ უნდ იჭერდეს, როცა ადამიანს იჭერ, იმის გამო, რომ დღეს ისე არ მოიქეცი, როგორც მე მომწონს ეს უამრავ ეჭვს ბადებს“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ისაუბრა. ხვიჩიამ, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება :

“ ოპოზიციაში, ბოლოს რაზეც ვისაუბრეთ, ესა 130/20 – ზე საარჩევნო სისტემა. უნდა გვქონდეს პროპორციულთან მეტნაკლებად მიახლოებული ფორმატი.  ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე  20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ადამიანებზე, ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა – ეს ადამიანები არიან ე.წ. პოლიტპატიმრები. საბჭოთა კავშირის დროსაც არ მახსოვს ისეთი იურიდიული ქეისი, როდესაც , რაღაც საქმეზე ერთმა სასამართლომ გარეთ გამოუშვა ადამიანი, გაამართლა  და მომდევნო წლებში არჩევნების წინ ისევ იჭერენ, აქ იმაზე კი არაა საუბარი, რომ ვინმეს არაფერი ჩაუდენია, მოცემულ დროს, მოცემულ ვითარებაში პოლიტიკოსის დაჭერა გაძლევს, იმის ფიქრის უფლებას, რომ ეს ადამიანი, რომ „ჭკვიანად“ ყოფილიყო არ მოხვდებოდა ციხეში. მე იქ „საკაჩაოდ“ და საჩხუბრად არ ვიყავი, შიგნით საუბარი იყო ტემპერატურის დაწევაზე.  ხელისუფლების შემოთავაზებას მაინც ველოდები ბურთი მათ მოედანზეა და მე მაინც ველოდები მათგან ინიციატივას” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, დღეს პრობლემაა ის, რომ ადამიანები, პოლიტიკოსები ერთმანეთთან  არ ლაპარაკობენ . მისი ინფორმაციითვე“გირჩის“  მიზანია ლაპარაკის დაწყება, რასაც ორი რამ უშლის ხელს:

„ლაპარაკს ორი რამე უშლის ხელს, ერთი, რომ ხალხს იჭერენ და მეორე  ხელისუფლების მიმართ ნდობის არარსებობა, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ეს ხალხი სერიოზულად უდგება ამ საქმეს და ცდილობს მაინც დანაპირების შესრულებას“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ ლაპარაკის განახლებისთვის საჭიროა ხელისუფლების მზაობა და ოპოზიციის ორი მოთხოვნის დაკმაყოფილება.


მსგავსი თემები