„პოლიტიკური პარტნიორებისთვის არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და ეს პასუხისმგებლობა ჩვენთვის გასაგებია“ – გიორგი გახარია

„პოლიტიკური პარტნიორებისთვის არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და ეს პასუხისმგებლობა ჩვენთვის გასაგებია“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მკვეთრად გამოიკვეთა მოლოდინი, რომ საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. გიორგი გახარიას შეფასებით ეს მოლოდინი გამართლდება.

„დავოსი არის ფორმატი, სადაც ბიზნესლიდერები და პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადენლები განიხილავენ გლობალურ აქტუალურ საკითხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები. ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს, ყურადღებით აკვირდებიან საარჩევნო პროცესს, ამბობენ, რომ არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და ეს პასუხისმგებლობა ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია“ – – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები