“პოლიტიკოსებს იმიტომ მისცა ღმერთმა ენა, რომ ის არ ილაპარაკონ რაზეც ფიქრობენ”- დავით ჭიჭინაძე

“საარჩევნოდ, პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური ვაჭრობა იქნება და შეიძლება, ისეთი საოცარი კონფიგურაცია მივიღოთ, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთ კოალიციაშიც ვიხილოთ,” – აღნიშნული განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.

დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატ​თა 80%-ი მომავალ პარლამენტში ვერ მოხვდება. მისი თქმით, “ევროპულ საქართველოს”, “ქართული ოცნებისგან” მხარდაჭერა აქვს, რაზეც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების მიერ, მოგებული ტენდერები მეტყველებს.

“პოლიტიკოსებს, იმიტომ მისცა ღმერთმა ენა, რომ ის არ ილაპარაკონ რაზეც ფიქრობენ. ძალიან ხშირად, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” ქმედებები ერთმანეთს ემთხვევა და ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ. “ევროპულ საქართველოს” საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა აქვს “ქართული ოცნებიდან”. მათ ბიზნესებს გადახედეთ, მერიის ტენდერებს, ფაქტიურად სულ ახლანდელი “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერები იგებენ. საარჩევნოდ საკმაოდ კარგად შეიძლება მესამე ძალის გამოჩენა. დღეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა საქართველოში იდენტობის. ვხედავთ, როგორ იზრდება ემიგრანტების რიცხვი, როგორ ხდება ჩვენი მოსახლეობის გადინება გარეთ, შესაბამისად ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ “ქართული ოცნება” და ბევრი სხვა პარტია დაკარგავს გავლენას. რასაც მე ვუყურებ, “ქართული ოცნების” ამ დეპუტატთა 80% ვერ მოხვდება მომავალ პარლამენტში. ამიტომ, ამ დეპუტატებს, არ მგონია, თავისი მოღვაწეობის დასრულება უნდოდეთ ისეთ ტალღაზე, რომ რაც კი რამე უსამართლობა იქნება, მათთან იყოს ასოცირებული,”- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

მსგავსი თემები