“პლიაჟებზე ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ გარშემომყოფებთან კონტაქტისგან” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ტურისტული სეზონის გახსნა განსაკუთრებულ რისკთან არაა დაკავშირებული, რადგან სასაზღვრო კონტროლი ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანის შემოსვლის რისკს გამორიცხავს.

„მთელი ეს პერიოდი ძალიან კარგად იმუშავა საზღვრებზე მაქსიმალურმა კონტროლმა და იმან, რომ ყველა ჩამოსული საკარანტინო სივრცეში გადაჰყავდათ. ასეთივე მკაცრი კონტროლი იქნება ტურისტების შემთხვევაშიც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება – ტურისტი რომ ჩამოდის, პრაქტიკულად, ისეთი რეკომენდაციებია მომზადებული სამასპინძლო ბიზნესისთვის, რომ, მოდით, ასე ვთქვათ, თითქმის კარანტინში იქნებიან“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

იმნაძემ აღნიშნა, რომ პლიაჟებზე ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ გარშემომყოფებთან კონტაქტისგან.

„რა თქმა უნდა, ცურვისას გვერდით მოცურავეს არ ვეხუტებით ხოლმე ადამიანები. აქედან გამომდინარე, ზღვაში ცურვა პრობლემა არ იქნება, მაგრამ პლაჟზე ყოფნისას, ოჯახებს თუ არ ჩავთვლით, გარშემომყოფებთან სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები