„პლანქველინი“ კორონავირუსის სამკურნალოდ კვლავ მთავარ მედიკამენტად რჩება” – თენგიზ ცერცვაძე

„სულ 6 გარდაცვლილი პაციენტია ჩვენთან, რაც ერთ-ერთი სუკეთესო მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია და პაციენტების მოვლაც სწორია. ჩვენთან კორონავირუსის მკურნალობა ხორციელდება 10 კლინიკაში ერთიანი მიდგომით. ერთიანი პრინციპებით ხდება როგორც დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობის შერჩევა, ამავე დროს, თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, იმიტომ, რომ კოვიდი მრავალსახოვანი დაავადებაა, ახალია, ბევრი ისეთი თვისება და გართულება აღმოაჩნდა, რაც არ იყო ექიმებისთვის ცნობილი და გვიხდება გზადაგზა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ჯერჯერობით დიდი წარატებებით“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, მედიკამენტი „პლანქველინი“ კორონავირუსის სამკურნალოდ კვლავ მთავარ მედიკამენტად რჩება და ამ მიმართულებით პროტოკოლში ცვლილება ჯერჯერობით არ იგეგმება.

„რაც შეხება გაიდლაიში ცვლილებას, „პლანქველინის“ თვალსაზრისით ცვლილება არ მომხდარა, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები ექიმებისა და ექსპერტების მხრიდან, რომ „პლანქველინი“ შესაძლოა არ იყოს ისე ეფექტური, როგორც ეს თავიდან ეგონათ, ამის მიუხედავად ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტომ, რომელიც არის მსოფლიოში მთავარი ორგანო, რომელიც წყვეტს საკითხს, თუ რა მედიკამენტები უნდა იყო გამოყენებული რომელი დაავადების დროს, მას არ შეუცვლია თავისი გადაწყვეილება, რომელიც გამოიტანა 28 მარტს, სადაც რეკომენდაცია მისცა მხოლოდ „პლანქველინს“. შესაბამისად, სანამ ეს ორგანიზაცია არ გადახედავას ამ შეხედულებას, იმ შემთხვევეში, თუ მიიღო სერიოზული მტკიცებულებები, რომ სხვა რომელიმე მედიკამენტი უკეთესია, ამ პუნქტში საქართველოში ცვლილება არ იქნება და „პლანქველინი“ რჩება ძირითად სამკურნალო საშუალებად“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები