პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, იაშვილის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, იაშვილის სახელობის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ერთი ბავშვი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ხოლო შვიდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და მკურნალობას განაგრძობს.

ყველა მათგანს დაზიანება კიდურების არეში აქვს მიღებული.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, თითების ამპუტაცია დასჭირდა ერთ მცირეწლოვანს.

მსგავსი თემები