“პირობა საზოგადოებას მივეცით” – ჩუგოშვილი საარჩევნო ცვლილებაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის პირობა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საზოგადოებას მისცა, აუცილებლად უნდა შესრულდეს.

“დღეს სხვა რამეზე ვიღებთ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება ეხება არა იმას, თუ რომელი საარჩევნო სისტემა არის ქვეყნისთვის სწორი, არამედ იმას, თუ როდის შედის ეს სისტემა ძალაში. ის რომ ეს სისტემა ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ ეს პირობა საზოგადოებას მივეცით,” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები