„პირველ ტურში პირველი ადგილი გამარჯვებაა, ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დათმობას არ აპირებს და ბრძოლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.  როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლომე იბრძოლებს.

„კახელიც ვარ და მეგრელიც, მგონი არ მიცნობენ. ვარ ბოლომდე წამსვლელი და ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. მზად ვარ, მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, იმიტომ რომ მჯერა თქვენი. მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის და იცით რა გინდათ საქართველოსთვის. დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს თუ პარტიას შორის. დღეს არჩევანია ორ საქართველოს შორის – როგორი საქართველო გვინდა. მე მჯერა თქვენი, მივდივართ ბრძოლაში ერთად… ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ევროპა და საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად საქართველოსთვის“, – განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები