პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 94 ინფიცირებულიდან რვა პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი 94 ინფიცირებულიდან რვა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„94 პაციენტიდან რვა დარჩა რეანიმაციულ განყოფილებაში, შვიდი აპარატზეა, ერთიც სიპაპ რეჟიმზე გვყავს, ისიც ძალიან მძიმეა და ვცდილობთ, რომ აპარატზე არ გადვიყვანოთ“ , – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ამასთან, ტურძელაძის თქმით, პნევმონია აქვს 47 პაციენტს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ.

„ამ 94-დან 47-ს აქვს ორმხრივი მწვავე პნევმონია, პაციენტებს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ. 12-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენები მსუბუქია“ , – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მსგავსი თემები