პირველს ივნისს მერია, მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს

პირველი ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავარი საზეიმო სივრცე ვაკის პარკში მოეწყობა.

„საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები იქნება. ვაკის პარკში 12:00-დან 18:00 საათამდე დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. იქნება კონცერტები, საცირკო სანახაობა, თოჯინების თეატრი, დრამერებისა და ანიმატორების შოუ, განთავსდება კონტაქტური ზოოპარკი, საბავშვო გამომცემლების კუთხე, საპნის ბუშტების შოუ და ასევე კუთხე ორიგამებით მუშაობისთვის. მთელი დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 13:00-დან 19:00 საათამდე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, მათი აღსაზრდელების კონცერტი გაიმართება.

მსგავსი თემები