პირველი ქართველი ქალი შერეულ ორთაბრძოლებში

შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა გოგონამ, 23 წლის ლიანა ჯოჯუამ იუ-ეფ-სისთან (UFC) კონტრაქტი გააფორმა.კონტრაქტი ოთხ ბრძოლაზეა გათვლილი. მისი პირველი მეტოქის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

“მგელი”, როგორც მას შეარქვეს, 61.2 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

შერეულ ორთაბრძოლებში ჯოჯუას ანგარიშზე 9 ორთაბრძოლაა, საიდანაც 7 ქართველი გოგონას გამარჯვებით დასრულდა.

ლიანა ჯოჯუა საქართველოდან პირველი ქალი მებრძოლია UFC-ის ისტორიაში.

მსგავსი თემები