პირველად ღია ცის ქვეშ „ჩხიკვთა ქორწილი“ და ლეგენდარული “ივერია”  

პირველად ღია ცის ქვეშ, თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან, დღეს 7 იანვარს, 21:00 საათზე,  პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ლეგენდარული ანსამბლი “ივერია” თავის ცნობილ, კლასიკად ქცეულ საესტრადო მიუზიკლ “ჩხიკვთა ქორწილს” წარმოადგენს. დასწრება თავისუფალია.

ჩიკვთა ქორწილი“ უკვე თითქმის 40 წელია წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი, რომელზეც მთელი თაობები აღიზარდა, სხვადასხვა წლებში თითქმის 800-ჯერ ჩატარდა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის მერია და ჯემალ და გია ბაღაშვილების საკონცერტო კომპანია.

“შობის დღესასწაულს თქვენ გელით ულამაზესი სანახაობა და დაუვიწყარი შეხვედრა საყვარელ მომღერლებთან, მუსიკოსებთან, მოცეკვავეებთან, ლეგენდარული „ივერიასთან“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

სპექტაკლში მონაწილეობენ: თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ნუცა ბუზალაძე, ანდრია გველესიანი, ბორის ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე, ვახტანგ ტატიშვილი, გურამ ჯაში, მანანა თოდაძე, ქეთი წიკლაური, თამუნა ტაბატაძე, მერაბ სამყურაშვილი, დიტო საკანდელიძე და სხვები.

მსგავსი თემები