პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომლების ბენეფიციართა რაოდენობა 7000-ზე ნაკლებია საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიულ პროგრამაში ვეღარ ჩაერთვებიან

“პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 7000-ზე ნაკლები იყო, ეტაპობრივად საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიული პროგრამიდან ჩაიხსნებიან”, – ამის შესახებ საოჯახო მედიცინის დარგში ექსპერტმა, სამედიცინო ასოციაციების პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელმა ლაურა შიხაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებშია მიღებული.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ პირობებს და ჰყავდათ 13 000-ზე ნაკლები ბენეფიციარი. დარჩა დაწესებულებები, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 7000-ზე უფრო მეტია. ანუ დაწესებულებები, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 7000-ზე ნაკლები იყო, პრაქტიკულად ალბათ თანდათან ჩაიხსნებიან ისინი საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიული პროგრამიდან. ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ პირველად ჯანდაცვაში საჭიროა რეფორმა. ეს არის ასე ვთქვათ რეფორმის პირველი ნაბიჯი. მეორე ეტაპზე საჭირო იქნება, რომ იყოს შესაბამისი დაწესებულებები შესაბამისი დაფინანსების.

გარდა ამისა, უნდა ჩაიდოს ასევე ხარისხის ინდიკატორები. გათვალისწინებული უნდა იყოს ტექნიკური რეგლამენტიც. იმედი მაქვს, რეფორმის მეორე, ანუ სელექციური კონტაქტირების მეორე ეტაპზე იქნება დამატებითი კრიტერიუმები შემოტანილი და მივიღებთ უფრო კარგი ხარისხის ორგანიზაციებს, რომ ჩვენს ოქალაქეებს მიაწოდონ ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა ლაურა შიხაშვილმა.

მსგავსი თემები