პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა ჯარიმა დაწესდეს

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა ჯარიმა დაწესდეს, – ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ამაზე ჩვენ დღეს უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ძალიან მალე გვექნება კონკრეტული ინიციატივა და ამას გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

17 აპრილს საქართველოში, დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

მსგავსი თემები