პირბადის გარეშე, აბიტურიენტები გამოცდებიდან მოიხსნებიან  

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს იწყება. წლევანდელი საგამოცდო წელი აბიტურიენტებისთვის არაერთი მიმართულებით იქნება რთული. ერთი ის რომ მათ რამდენიმე საათის განმავლობაში, დახურულ სივრცეში პირბადით მოუწევთ ყოფნა და მეორე, დისტანციური საგაკვეთილო პროცესის შედეგად მიღებული არასრულყოფილი განათლება.

მიუხედავად ამისა, წლევანდელი საგამოცდო ტესტები გამარტივებული არ იქნება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი აცხადებს, ნიღბებთან დაკავშირებით აბიტურიენტები შეზღუდულები არ იქნებიან, და დიზაინიც და სხვა პარამეტრებიც შეუძლიათ თავად აირჩიონ.

„განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, საგამოცდო სივრცისა და გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებისთვის ნიღბის ქონა აუცილებელია. ეს არის ნიღაბი, პირბადე, არ ვზღუდავთ არავის და შეუძლიათ თავად აირჩიონ, განსაკუთრებული მახასიათებლები და მაჩვენებლები არ არის აუცილებელი, რადგან ეს არ არის განსაკუთრებული სამედიცინო ნიღაბი. შეუძლიათ, მათთვის კომფორტული ნიღაბი აირჩიონ. აუცილებელი და სავალდებულოა ნიღბით ყოფნა. ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული აკრძალვა. თუ ნიღაბი არ ექნებათ, მას მისცემენ გაფრთხილებას, პირველი გაფრთხილების შემდეგ კი აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან“ – აცხადებს მინისტრს მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს იწყება და 25 ივლისს სრულდება.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.    

მსგავსი თემები