პენსიონერს პენსია ფასების ზრდის შესაბამისად გაეზრდება

ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, პენსიების ზრდა დამოკიდებულია ქვეყანაში ფასების ზრდაზე. მისივე თქმით, პენსიონერები პენსიას ფასების ზრდის მიხედვით მიიღებენ.

„პენსიის ზრდა, ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, როგორც დღგ-ს შემთხვევაში, აქაც სისტემურად გადაწყდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მან განმარტა, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ამ მიმართულებით.

„პირველი გახლავთ ის, რომ ფაქტობრივად, ივნისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, საპენსიო ანაზღაურება იზრდება 30 ლარით, რაც ფაქტობრივად, დაეხმარებათ მათ, დამატებით, ამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში და მათ მოწყვლადობას შედარებით გამოასწორებს, ფინანსური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა. ხოლო პირველი იანვრიდან, 70 წლამდე კატეგორიის პენსიონერები და ასევე, 70 წელს ზემოთ პენსიონერები მიიღებენ მინიმუმ 20 და 25 ლარიან საპენსიო დანამატს, გარდა ამ 30 ლარის დანამატისა.

ეს მინიმუმ ნიშნავს შემდეგს, რომ პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სახელმწიფოს შემოაქვს კონკრეტული მექანიზმი, რაც არის შემდეგი, რომ ყველა პენსიონერს, პენსია გაეზრდება ფასების ზრდის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ, ცალკე აღებულ წელს, პენსია იქნება უფრო მეტად გაზრდილი, ვიდრე ფასების დონე გაიზრდება ქვეყანაში. თუმცა, ამ ზრდის მაჩვენებელს აქვს მინიმუმი ზღვარი და ეს არის 20 ლარი 70 წლამდე და 70 წლის შემდეგ 25 ლარი. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, ფულად ჭრილში, ეს ზრდა იყოს ამ მინიმუმებზე მეტი“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

მსგავსი თემები