პაციენტთა რაოდენობა გაორმაგდა

იაშვილის სახელობის კლინიკაში, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით, პაციენტთა მიმართავიანობა გაორმაგდა. როგორც კლინიკის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მატებას კიდევ ელოდებიან, თუმცა პიკური მატების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

„იაშვილის კლინიკაში, ასევე, რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში, თუ გასულ კვირებში დღეში 5-6 შემოსვლა იყო, ახლა ეს ციფრები გაორმაგებულია და დაახლოებით 10-12 შემთხვევა ფიქსირდება. მატებას კიდევ  ველოდებით, თუმცა პიკური მატებას პროგნოზირება რთულია, რა იქნება წელს, რთული სათქმელია”, – განაცხადა ჩხაიძემ „მდიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, თქმით, გრიპის ვირუსის ძირითადი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, ასევე ზოგ შემთხვევაში ყელისა და მუცლის ტკივილი.

„შარშან საკმაოდ მძიმე სეზონი გვქონდა, მათ შორის A ტიპის ვირუსი იყო ჭარბი. რა იქნება წელს ძნელი სათქმელია. მაგრამ ის, რომ შემთხვევების მატება იქნება, ამის თქმა თამამად შეგვიძლია, თუმცა რა ტიპის ვირუსის ხარჯზე, ამის პროგნოზირება რთულია. ველოდებით, რომ ძირითადად A ტიპის ვირუსზე იქნება საუბარი, რაც გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე B ტიპის ვირუსი. ამაში იგულისხმება ზოგადად გართულებების რისკი მათ შორის ფილტვების ანთების, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი საერთო სისუსტე, ჰოსპიტალიზაცია, რაც B ტიპის ვირუსის შემთხვევაში იშვიათად ხდება, რადგან ეს ტიპი უფრო მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები