“პატრიოტების” მოსკოვში ვიზიტით, 2 ქვეყნის ურთიერთობაში გარღვევას ვერ ვხედავ” – დეპუტატი

დეპუტატი, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი მირიან წიკლაური თანაგუნდელების მოსკოვში ვიზიტზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ამით ვერაფერი შეიცვლება. როგორც წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ ვიზიტით არც რუსეთის მოთხოვნები შეიცვლება და არც საქართველოს ინტერესები.

“ეს არ არის ფრაქციის გადაწყვეტილება, ეს პარტიის გადაწყვეტილებაა. მართალი გითხრათ, დიდ აზრს ვერ ვხედავ ამ ვიზიტით. ვერანაირი გარღვევა ამით ვერ იქნება. რუსეთის მოთხოვნები არ შეიცვლება, არც ჩვენი ინტერესები შეიცვლება. ეს ის ინტერესებია, რომელსაც ჩვენ ვერ დავთმობთ. ასეთი ნაბიჯების გადადგმა ჩემთვის მიუღებელია. ფრაქცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს თანაფრაქციელებს ყველაფერში დავეთანხმო. არის გარკვეული საკითხები, რომელშიც ვეთანხმები. კერძოდ, სოციალურ პოლიტიკაში, ნარკოპოლიტიკაში, სასამართლო რეფორმაში, საპენსიო პოლიტიკაში და ა.შ.ამ საკითხში მე შემიძლია არ დავეთანხმო და ამას არც არავინ მთხოვს ფრაქციაში” – აღნიშნა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები