“პატრიარქს პირდაპირ თუ ირიბად აკრიტიკებენ, მისი ქმედებებიდან გამომდინარე” – მღვდელ-მონაზონი

“დაგროვილ კითხვებზე, თავად მისი უწმინდესობა უნდა სცემდეს პასუხს და ჩვენ ამდენი მსჯელობა, თავის არიდება აღარ მოგვიწევს. მას აქვს უდიდესი ავტორიტეტი და მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ეს პასუხები უნდა გაიცეს. როცა ეს არ ხდება ავტორიტეტიც ქვეითდება” – აღნიშნული განცხადება, მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ “მედიაცენტრ მთავართან” გააკეთა და მამა გიოგრი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

მღვდელ-მონაზონის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი, მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობით უნდა დაინტერესებულიყო. მღვდელ მონაზონი ანდრია სარია მიიჩნდევს, რომ მისი უწმინდესობის დუმილი, კრიტიკას იწვევს.

“მამა გიორგი მამალაძე თავიდანვე ამბობდა, რომ ის მეუფე იაკობის ტყვეა. შემდეგ ის შეფასდა როგორც ეკლესიის, საპატრიარქოს ტყვე. პრობლემას აჩენს ის, რომ მარტო მაღალ იერარქიას კი არა, თავად პატრიარქსაც მოეკითხა მამა გიორგი. კარგი იქნებოდა, მინიმუმ ეკითხა მისთვის, რატომ არის ის ამ დღეში. ვერ ვიტყვით, რომ პატრიარქი წირვაზე ვერ დგება, ან არ ჰქონდა შესაძლებლობა. ამიტომაცაა, რომ მას პირდაპირ თუ ირიბად აკრიტიკებენ ქმედებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენში გულისტკივლის იწვევს. ​შემდეგ, არც ხელისუფლებას დავადანაშაულებდით, არც საპატრიარქოს ადმინისტრაცია და არც საზოგადოებაში იქნებოდა მსჯელობა.  “, – განუცხადა მღვდელ-მონაზონმა “მედიაცენტრ მთავარს”

მსგავსი თემები