პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

​როგორც პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა, იმის საშიშროება, რომ პატრიარქმა ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს.

„პატრიარქი ბრძანდება კარგად, ჩვეულებრივად, როგორც იყო ხოლმე ისე. იმის საშიშროება, რომ ხვალ ვერ შეძლოს სინოდის სხდომაზე დასწრება, არ არსებობს, ყველაფერი არის კარგად, ნორმალურად. ვაპირებდით განმეორებითი ანალიზების ჩატარებას, მაგრამ გადავდეთ. გარკვეული ავადმყოფობის შემდეგ ყოველთვის სჯობს, განმეორებით ჩავატაროთ ანალიზები. დღეს არ იყო ამის სიტუაცია. ალბათ ერთ კვირაში გავაკეთებთ განმეორებით ანალიზებს, რომ დავაკვირდეთ. ამ ეტაპზე პატრიარქი არის მისთვის ჩვეულებრივად, კარგად“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია პატრიარქის ავადმყოფობასთან დაკავშირებით, დღეს კი, ჟურნალისტმა, ნინო ჯღარკავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდა და მასთან ექიმები იმყოფებიან.

მსგავსი თემები