პატიმრების მაღალი რაოდენობით, რუსეთის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილზეა

ევროსაბჭოს სტატისტიკით, საქართველოში პატიმართა რაოდენობა საკმაოდ მაღალია და ის მეორე ადგილს იკავებს. ევროპის ციხეებში პატიმარტა სტატისტიკა ევროსაბჭომ გამოაქვეყნა. 2018 წლის იანვრის ჩათვლით არსებულ ვითარებას ასახავს. სტატისტიკით, საქართველოს ციხეებში, 2018 წლის ჩათვლის 9407 პატიმარი იმყოფებოდა, თითქმის იგივე რაოდენობა, რაც 2016-ში იყო.

პატიმრების მაღალი რაოდენობით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს – 418,3 პატიმარი 100 ათას მოსახლეზე, მეორე ადგილზე საქართველოა (252,2). შემდეგ არიან: აზერბაიჯანი (235), მოლდოვა (215,2), ჩეხეთის რესპუბლიკა (208,8), პოლონეთი (194,4) და ესტონეთი (191,4). გასულ წელთან შედარებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია და 35%-ს იკავებს.

რაც შეეხება ქალ პატიმრებს, მათი რაოდენობა საქართველოში 2,9%-ია. ამავე მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნების პირველ ხუთეულშია, სადაც პატიმართა სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა: ისლანდია (0), შვედეთი (7), ფინეთი (7,1), საქართველო (10,6) და ჩეხეთის რესპუბლიკა (10,8). პატიმართა სიკვდილიანობის საშუალო ეროპული მაჩვენებელი 26,3-ია.

კვლევის მიხედვით, ევროპის ციხეებში, დღიურად, ყველაზე ნაკლებს თითო პატიმარზე ხარჯავენ: რუსეთი 2,5 ევრო, (დაუზუსტებელი მონაცემი), აზერბაიჯანი 6 ევრო, მოლდოვა 9,4 ევრო, სომხეთი 11,4 ევრო, საქართველო 11,7 ევრო და ჩრდილოეთ მაკედონია 17,2 ევრო. საქართველო, ციხეების გადატვირთულობის მიხედვით, საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ჩამორჩება და მისი მაჩვენებელი 75,3-ია.

მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები