პატიმრებისთვის მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა ხელმისაწვდომი გახდა

პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარე, მარიამ ჯაში რუსთავის #16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა.

დეპუტატმა 23 წლის მსჯავრდებული, ნიკა ჩუგოშვილი მოინახულა. ახალგაზრდამ კომიტეტს თხოვნით მიმართა, უმაღლესი განათლების შესახებ კანონსა და პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილება შესულიყო.

თხოვნა დაკმაყოფილდა და პარლამენტმა წინადადება, მიმდინარე სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღო.

ცვლილებით, დაბალი რისკის მქონე პატიმრებისთვის უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა ხელმისაწვდომი გახდა.

მარიამ ჯაშმა ნიკა ჩუგოშვილს ის სახელმძღვანელოები გადასცა, რომლებიც პატიმარს მის მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პროცესში დასჭირდება.

მსგავსი თემები