პატარკაციშვილის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებისა და შემსრულებლების უმკაცრესად დასჯას ითხოვს

ბიზნესმენისა და საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები, მის მკვლელობის საქმის უმოკლეს დროში დასრულებას, მკვლელობის დამკვეთებისა და შემსრულებლების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

როგორც ბიზნესმენის მეუღლე ინა გუდავაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება წლების გრძელდება, პროკურატურის მიერ, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით გასაჯაროებულ საქმის მასალები მათთვის იყო შოკისმომგვრელი.

” ძნელია, გადმოსცე, რას გრძნობს ოჯახი, რომელმაც დაკარგა ბადრი, მაშინ, როდესაც ეთერით ვისმენთ საუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ იგეგმებოდა მისი მკვლელობა. მოვითხოვთ სრულყოფილი გამოძიების უმოკლეს დროში დასრულებას და ვიმედოვნებთ, რომ ყველა, ვინც ამ ბოროტებას გეგმავდა, მკვლელობის დამკვეთებიდან დაწყებული, შემსრულებლებით დამთავრებული, სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, როგორც კანონის, ასევე, თავის დროზე, ღმერთის წინაშე“, – ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარ პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გაიხსნა.  სასამართლო განჩინების საფუძველზე, დაკავებულია შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსნები, ლევან ქარდავა, გიორგი მერებაშვილი და რევაზ შიუკაშვილი.

მსგავსი თემები