“პატარა ანიტამ თვალები გაახილა და დედიკოსაც ეკონტაქტა” – ბავშვის ბებია

ანიტა ფაცაციას ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ გოგონას ბებია სოციალურ ქსელში წერს.

თამუნა გლურჯიძე წერს, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა წინ რამდენიმე კრიტიკული დღეა.

„ჩემმა ბედნიერებამ დილით გაახილა თავისი ბრიალა თვალები, დედიკოსაც ეკონტაქტა. სიტუაცია ამ მომენტისთვის სტაბილურია, თუმცა წინ კრიტიკული 2-3 დღე გვაქვს,”– წერს ანიტა ფაცაციას ბებია სოციალურ ქსელში.

ანიტასთვის “ეკმოს” აპარატის ჩანერგვის სასწრაფო საჭიროება დადგა, რადგანაც პირველი აპარატი ანიტას ორგანიზმმა არ შეითვისა, გამთენიისას გადაწყდა სხვა სახის აპარატის ჩადგმა. 

მსგავსი თემები