პარტია “ნაციონალური მოძრაობა” არის სუსტი ოპონენტი თავისივე წარსულის გამო – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი იზიარებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ, სატელევიზიო ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებას და აცხადებს, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” არის სუსტი ოპონენტი, მისი წარსულიდან გამომდინარე და სანამ ის ამ სახით იარსებებს, ოპოზიცია ყოველთვის სუსტი იქნება.

“ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან მარტივი ოპონენტი მისი წარსულიდან გამომდინარე. ეს ასე იქნება, სანამ ისინი ამ სახით იარსებებენ. დღესაც კი უჭირთ იმ შეცდომების აღიარება, რომლებიც მათი ხელისუფლების დროს იქნა დაშვებული და ცდილობენ ხელოვნური მანიპულაციის მეთოდებით ხალხის მეხსიერებიდან წაშალონ მათი მმართველობის 9 წელი. ასეთი ოპოზიციის პირობებში ვერასოდეს განვვითარდებით, არასოდეს იქნება პოლიტიკური დებატები. ისეთი სისასტიკეები და სისულელები იქნა ჩადენილი მათ მიერ, რომლებიც საზოგადოებას ახსოვს. ძალიან მარტივია “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკიდან ჩამოშორება”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები