პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

პარლამენტში ბიუროს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომის დაწყებამდე, საპარლამნეტო ოპოზიციის წევრებს მოუწოდა, საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდნენ და სწორედ აღნიშნულ ფორმატში წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

“მინდა მივმართო საპარლამნეტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ საპარლამენტო პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, რომ დაუბრუნდენ ნორმალურ პროცესს პარლამენტში. ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტები პარლამენტის სხდომის დაწყებას ელოდებიან.

მსგავსი თემები