პარლამენტში სამუშაო ჯგუფი პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებაზე მსჯელობს

საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები საარჩევნო კოდექსის პროექტსა და პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობენ.

შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. მას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრება.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან ასევე სალეჩოების წარმომადგელები, საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტორები, ცენტრალური საარჩევნო კომისია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

მსგავსი თემები