პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა. დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი შეკითხვების შინაარსი ძირითადად ქვეყნის ეკონომიკასა და ანტიკრიზისულ გეგმას ეხება.

„გახარიასთან გვექნება კითხვები იმაზე, რაც არის დღეს მთავარი გამოწვევა, საქართველოს აქვს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელი შიმშილის ინდექსში, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები რჩებიან ფაქტობრივად ყველანაირი დახმარების გარეშე ინფლაციის ფონზე. ასევე გვაქვს შეკითხვა სიღარიბესთან დაკავშირებით. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ნახოს, რომ დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელმაც ბედის ანაბარა მიატოვა საკუთარი ხალხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინტერპელაციის ფორმატში გაგზავნილი კითხვები ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრს 27 მაისს უკვე დაუსვა.

მსგავსი თემები