პარლამენტმა 14 კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა


საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა. მათ შორის არიან: მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძეთამარ ზამბახიძე, სალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, კალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე და ალექსანდრე წულაძე.

დეპუტატების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთა შორის ხმათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

მერაბ გაბინაშვილი – 86 ხმა, მირანდა ერემაძე – 83 ხმა, მამუკა ვასაძე – 88 ხმა, მაია ვაჩაძე – 90 ხმა, თამარ ზამბახიძე – 89 ხმა, შალვა თადუმაძე – 89 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე – 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე – 89 ხმა, გიორგი მიქაუტაძე – 85 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე – 90 ხმა, ლალი ფაფიაშვილი – 88 ხმა, ნინო ქადაგიძე – 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე – 85 ხმა, ალექსანდრე წულაძე – 87 ხმა.

ყველა ეს კანდიდატი, ვისაც მხარი დაუჭირა პარლამენტმა, არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ და გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებისთანავე.

პარლამენტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია – 0 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი – 2 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი – 2 ხმა, შოთა გეწაძე – 2 ხმა , პაატა სილაგაძე – 0 ხმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

მსგავსი თემები