პარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყანამ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურის და სხვა მიმართულებებით, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა თანასწორობის უნივერსალური პრინციპის დაცვით. ამასთან, კანონი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ისეთი სერვისების შემოღებით, როგორიცაა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისები და პერსონალური ასისტენტის მომსახურება.

კანონის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა დაფუძნებული იქნება სოციალური მოდელის მიდგომაზე, რომელიც ამ კატეგორიის პირთა რეალური საჭიროებების განსაზღვრასა და შესაბამის რეაგირებაზეა ორიენტირებული. კანონით შემოღებული იქნა „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპი. ამავე დროს, იმოქმედებს „გონივრული მისადაგების“ დებულება, რომელიც თავიდან ააცილებს ქვეყანას არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას

მსგავსი თემები