პარლამენტმა ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

71 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა.

ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გაიმართება, სადაც დეპუტატები პროექტზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ. ხვალვე იგეგმება სესიაზე ცვლილებების გატანა. მესამე მოსმენა რედაქციული ხასიათისაა და პრინციპული ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა.

მსგავსი თემები