პარლამენტის წინ აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია განახლდა.

აქციის მონაწილეთა ორი მთავარი მოთხოვნა, დღევანდელ აქციაზე, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა და საარჩევნო სისტემის შეცვლაა. მომიტინგეები გადაწყვეტილების მისაღებად, შს მინისტრს სამ საათს აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყნის მასშტაბით, აქციების დაწყებით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეთა მიერ, რუსთაველის გამზირი, ამ დროისთვის გადაკეტილია.

ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

მსგავსი თემები