“პარლამენტის შესასვლელის ბლოკირების უფლებას ვერ მივცემთ” – ვაჟა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ პროტესტი მშვიდობიან ფარგლებში გამოხატონ და შესასვლელების ბლოკირება არ მოახდინონ.

ვაჟა სირაძის განცხადებით ჯერჯერობით რკინის ჯებირების აღმართვა არ იგეგმება.

“ადგილზე მობილიზებულია შსს-ს პოლიციური ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. რკინის ჯებირები არ შეინიშნება ადგილზე და ჯერჯერობით არ ვაპირებთ, რომ აღვმართოთ. აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში, რაც შეეხება შესასვლელის ბლოკირებას ან ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, ამის უფლებას ვერ მივცემთ და შესაბამისად მოვუწოდებთ, რომ დაიცვან კანონი,” – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მსგავსი თემები