პარლამენტის შენობისკენ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მსვლელობა დაიწყო

შეძახილები, პლაკატები და სკანდირება საყვირებით “შეცვალე”  – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ” და მოძრაობა “ლელომ”  პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყო. 

ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას ხელისუფლების წინააღმდეგ, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. 

პარტიის ლიდერების განცხადებით, კონსტიტუციურად გათვალისწინებულ ყველა იმ პროტესტის გზას მიმართავენ, რაც საბოლოო მიზნისთვის საჭირო გახდება.

“პატრიოტთა ალიანსი” აქციას პარლამენტის შენობასთან არ შეუერთდება, ისინი 17:00 საათზე, მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე გეგმავენ შეკრებას.

მსგავსი თემები