პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებისა და სირცხვილის დერეფნების მოსაწყობად ემზადებიან.
აქციაზე გიორგი ვაშაძემ ბანერები მიიტანა, რომელზეც არის წარწერა – „სირცხვილია“.
ამასთან, პარლამეტთან, ჩიტაძის ქუჩის მხარეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის მხარდამჭერები იმყოფებიან.