პარლამენტის სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. 

აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძე ეკუთვნის.ინიციატივას პარლამენტის ბიურომ მხარი ერთხმად დაუჭირა მხარი.

„28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდიას მიერ სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში და ამ აქტის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის ნიშნად, შემოთავაზებულია წინადადება,რომ პლენარულ სხდომათა დარბაზს ეწოდოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მუდმივად შეგვახსენებს თავისუფლების მნიშვნელობას,დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობას და შეგვახსენებს ასევე იმას, თუ ვინ იდგა ამ ბრძოლის უკან”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები