პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა, რომელმაც მედიას საუბრის თემები გაუმხილა. მისი თქმით, მხარეები საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს განიხილავენ. ასევე ისაუბრებენ პანდემიის პირობებში ხმის მიცემისას უსაფრთხოების ზომების დაცვაზე.

ჰაერცელთან ერთად თალაკვაძეს აშშ-ისა და გერმანიის ელჩები ხვდებიან. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ესწრება.

მსგავსი თემები