პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე სამსჯელოდ ოპოზიციურ ფრაქციებსა და საპარლამენტო ჯგუფებს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე რჩილ თალაკვაძე საარჩევნო კოდექსის ცვლილების საკითხზე ოპოზიციურ ფრაქციებთან და საპარლამენტო ჯგუფებთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავს. ამის შესახებ მან პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„პარლამენტს საარჩევნო მიმართულებაზე მუშაობა არ შეუწყვეტია. შესაძლოა, ეს ახლა არ არის პრიორიტეტული მიმართულება, მაგრამ ჩვენ ჩავატარეთ არაერთი დისტანციური სხდომა, სამუშაო შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან, ჩვენს ძირითად პარნტიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. განახლებული პაკეტი უკვე დაგზავნილი აქვთ ოპოზიციურ ფრაქციებსაც. ალბათ, ნახეთ, პარასკევს მიიღეთ ეს განახლებული პაკეტი, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გასწვრივ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. მე ვგეგმავ თქვენთან შეხვედრას, შესაძლოა ეს იყოს ონლაინ ფორმატში, მაგრამ უახლოეს დღეებში ოპოზიციურ ფრაქციებთან და საპარლამენტო ჯგუფებთან მექნება ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი საბოლოო განხილვა და თქვენს კომენტარებს მოვისმენ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები