პარლამენტის თავმჯდომარემ შემაკავებლის როლი უნდა შეასრულოს – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ყველას, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესაც უნდა ეყოს უნარი, დაივიწყოს ავტორიტარული რიტორიკა და შემაკავშირებლის როლი შეასრულოს.
“გუნდში იქნება ამაზე მსჯელობა და თუ შეცდომას უშვებს ვინმე, რამდენი კაცია, ოთხი, თუ 80, ეს გაირკვევა. გვინდა, რომ გედი ფოფხაძეც დაესწროს მსჯელობას. გუნდში განსხვავებული აზრები, რა თქმა უნდა, არის და ეს ძალიან კარგია. ეს არ არის არც მამათა და შვილთა, არც ძველების და ახლების სხვადასხვა პოზიციები. პარლამენტის თავმჯდომარეც ამ მხრივ უნდა იყოს მოწადინებული სწორედ, რომ ამოკრიფოს დადებითი ყველაფრიდან და იყოს გამაერთიანებელი. ეს მისი მოვალეობაც არის, თუმცა ამას უნარი სჭირდება,“  – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ სწორი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ნუკრი ქანთარიას განცხადებით, პრემიერის განცხადებიდან ჩანდა, რომ მისთვის “გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია“.
“ვფიქრობ, ცოცხალი პროცესი გაგრძელდება. სხვათა შორის, პრემიერმა ძალიან ნათლად, კარგად გამოხატა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მან დააფიქსირა პოზიცია როგორც პოლიტიკოსმა, როგორც ხელმძღვანელმა და თქვა, რომ მისთვის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია, ეს ასეც უნდა იყოს“, – განაცხადა ქანთარიამ.

მსგავსი თემები