პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩევნებში გამარჯვებულებს მოუწოდებს, მადლობა გადაიხადონ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი სპიკერი, პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი არჩევნებში გამარჯვებულ მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, მადლობა გადაუხადონ ამომრჩეველს .

„ყველამ, რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში, მერებმა, საკრებულოების თავმჯდომარეებმა, პარლამენტის წევრებმა, მადლობა უნდა უთხრათ არა მხოლოდ ჩვენს ამომრჩევლებს, არამედ მათაც, რომლებმაც მხარი არ დაგვიჭირეს. ამისათვის გარკვეული მიზეზები გააჩნიათ, მაგრამ თავიანთი პოზიცია გამოხატეს საარჩევნო ყუთებთან და არა ამ ისტერიულ გამოხტომებზე აყოლით, რომელიც შემოგვთავაზა არამარტო ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და პიროვნებებმა, არამედ, კონკრეტულმა საინფორმაციო საშუალებებმა, გამორჩეულებმა აგრესიით, უშვერი გინებით დაუზნეობით. ახალგაზრდა, ნიჭიერი ჟურნალისტების ხარჯზე სურთ ჩამოაყალიბონ ზონდერ ჟურნალისტიკის ახალიტრენდი” – განაცხადა ვოლსკიმ პარლამენტის ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები